• dateოქტომბერი 23, 2025
    time10:00 AM

    CIU-ში გაიმართა შეხვედრა თემაზე: „რას ელოდებიან დამსაქმებლები ჩვენგან“?

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    23 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, CIU-ს უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა თემაზე: „რას ელოდებიან დამსაქმებლები ჩვენგან?“

    ღონისძიებას უძღვებოდა თეონა ჯანელიძე - პირველი ქალი დისპეჩინგში, ლოჯისტიკის ექსპერტი და მენტორი, რომელმაც მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე სტუდენტებს გაუზიარა როგორც თეორიული ცოდნა, ასევე რეალური ქეისები და პრაქტიკული მაგალითები კარიერული წინსვლის შესახებ.

    შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და დამსაქმებელთა მოლოდინების გაცნობა. დისკუსიის ფარგლებში განხილული იყო ისეთი თემები, როგორებიცაა: დამსაქმებელთა შეფასების კრიტერიუმები, Soft და Hard უნარები, პროფესიული ეთიკა, პასუხისმგებლობა და ადაპტაციის უნარი თანამედროვე სამუშაო გარემოში.

    ღონისძიების საინტერესო ნაწილი იყო სტუდენტებისთვის ჩატარებული სიმულაციური გასაუბრება, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა მონაწილეთა პრაქტიკული უნარების შეფასება და მათი მომზადება რეალური შერჩევის პროცესებისთვის.

    დისკუსია აქტიურ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევდა უშუალოდ დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ კონკრეტული რეკომენდაციები პროფესიული განვითარების მიმართულებით.

    ღონისძიება გახსნა და აუდიტორიას სიტყვით მიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის კოორდინატორმა გურამ ლილუაშვილმა.
     

    სხვა სიახლეები