„როგორ დასაქმდე შენი ოცნების სამსახურში“
28 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე: „როგორ დასაქმდე შენი ოცნების სამსახურში“, რომელსაც ადამიანური რესურსების მართვის საკონსულტაციო კომპანია „ფიფლიას“ დამფუძნებელი/აღმასრულებელი დირექტორი მარიამ დემურაშვილი უძღვებოდა.
„ძალიან ხშირად ადამიანებისთვის „ოცნების სამსახური“ ასოცირდება დიდ ფინანსურ შესაძლებლობებთან, კონკრეტულ პოზიციასა ან წარმატებასთან, თუმცა, საბოლოოდ, როდესაც აღწევენ ამ მიზნებს, ხვდებიან, რომ ეს არ არის, რაც მათ რეალურად აბედნიერებთ. „ოცნების სამსახური“ არის ისეთი სამსახური ან საქმე, რომელიც განიჭებს ბედნიერებას და რომელსაც გააკეთებ იმ შემთხვევაშიც კი, თუ შენ ფულს არ გადაგიხდიან ამ საქმიანობაში. აქ, უპირველესად, მნიშვნელოვანია ჩვენ განვსაზღვროთ, რისი კეთება გვანიჭებს ბედნიერებას; შემდეგ უკვე ვიფიქროთ იმაზე, თუ რა უნარები/თვისებები გვაქვს შესაძენი იმისთვის, რომ ვიყოთ შესაფერისი ამ საქმიანობისთვის,“ - განაცხადა მარიამ დემურაშვილმა.
შეხვედრაზე სპიკერმა მიმოიხილა საკუთარი კარიერული გზა და ყურადღება გაამახვილა იმ უნარ-ჩვევებზე, რასაც ჩვენს „ოცნების სამსახურამდე“ მივყავართ. ასევე ხაზი გაუსვა დასაქმების მხრივ ეფექტური CV-სა და სამოტივაციო წერილის მნიშვნელობას.
ღონისძიების ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კომპანია „ფიფლიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი CIU-ს რექტორმა კახაბერ კორძაიამ და კომპანია „ფიფლიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ დემურაშვილმა მოაწერეს.
ღონისძიების დასასრულს სტუდენტებისთვის გაიმართა გათამაშება, რომელშიც კომპანია „ფიფლიას“ ღონისძიებების ვაუჩერები გათამაშდა.
საჯარო შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის / ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.
🔗 იხილეთ კომპანია „ფიფლიას“ ფეისბუქ-გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=61579848021463
სხვა სიახლეები
ოქტომბერი 23, 2025
10:00 AM
CIU-ში გაიმართა შეხვედრა თემაზე: „რას ელოდებიან დამსაქმებლები ჩვენგან“?
23 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, CIU-ს უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა თემაზე: „რას ელოდებიან დამსაქმებლები ჩვენგან?“
ოქტომბერი 17, 2025
10:00 AM
საჯარო შეხვედრა - „პერსონალური ბრენდინგი კარიერული წარმატებისთვის“
17 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა კორპორატიული და პერსონალური ბრენდის სტრატეგი ანა ციცქიშვილი თემაზე: „პერსონალური ბრენდინგი კარიერული წარმატებისთვის“.
ნოემბერი 01, 2024
11:03 AM
„ კარიერა ან/და ბიზნესი“







