• გზამკვლევი CV-ის შესაქმნელად

    როგორ შევქმნათ ეფექტური CV

    კარგად შემუშავებული CV არის თქვენი პირველი ნაბიჯი თქვენი სასურველი  სამსახურის დასაწყებად.  გიზიარებთ  ძირითადი რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ შექმნათ გამორჩეული რეზიუმე.

    • საკონტაქტო ინფორმაცია -  დაიწყეთ თქვენი სახელითა და გვარით, ტელეფონის ნომრით, ელ.ფოსტის მისამართით და LinkedIn პროფილით (თუ ეს შესაძლებელია). ამავდროულად, დარწმუნდით, რომ ეს ინფორმაცია გაქვთ განახლებული.
    • ჩამოთვალეთ თქვენი სამუშაო ისტორია საპირისპირო, ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. მიუთითეთ თქვენი სამუშაოს დასახელება, კომპანიის სახელი, ადგილმდებარეობა და დასაქმების თარიღები. გამოყავით პუნქტები თქვენი პასუხისმგებლობისა და მიღწევების აღსაწერად, ფოკუსირდით რაოდენობრივ შედეგებზე.
    • ხაზი გაუსვით  თქვენს უნარებს, გამოცდილებასა და კარიერულ მიღწევებს.  შეეცადეთ მოარგოთ ამა თუ იმ პოზიციას თქვენი განაცხადი. CV-ის მორგების ტექნიკა - შეცვალეთ თქვენი CV თითოეული სამუშაო განაცხადისთვის, რაც ხაზს გაუსვამს იმ გამოცდილებას და უნარებს, რომლებიც შეესაბამება სამუშაოს მოთხოვნებს.
    • განათლება - მიუთითეთ თქვენი უმაღლესი ხარისხი დაწესებულების სახელთან, ადგილმდებარეობასთან და დამთავრების თარიღთან ერთად. თქვენ, ასევე, შეგიძლიათ დაამატოთ შესაბამისი სერტიფიკატები  ან კურსები.
    • დამატებითი სექციები - თქვენი სფეროდან გამომდინარე, განიხილეთ პუბლიკაციების, მოხალისეობრივი მუშაობის, ენების ან პროფესიული წევრობის სექციების დამატება.
    • კორექტირება - დარწმუნდით, რომ არ არის ბეჭდვითი ან გრამატიკული შეცდომები.

    ეფექტური CV-ის შექმნას დრო სჭირდება, რათა პოტენციურ დამსაქმებლებზე დიდი შთაბეჭდილების მოხდენა  შეძლო.  

    შენ ამას შეძლებ!