ლექცია თემაზე: „გმირის მოგზაურობა - წარმატების გზა და მასზე არსებული საფრთხეები“
13 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით „კარიერული კომპასის“ ტრენინგ-კურსის ფარგლებში ექიმი-ფსიქოთერაპევტის, დიანა ნიკოლაიშვილის ლექცია გაიმართა თემაზე: „გმირის მოგზაურობა - წარმატების გზა და მასზე არსებული საფრთხეები“.
„წარმატება რეალურად ყოველდღიურობაშია და ეს არ არის რაიმე შორეული ერთი პუნქტი. ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, თვითონ როგორ ხედავენ ადამიანები საკუთარ თავს, რამდენად შეუძლიათ და სახავენ გეგმებს და გეგმის დასახვის შემდეგ, როგორ მოქმედებენ. ამ გზაზე შიშებთან ერთად, ჩვენ გვაქვს შინაგანი ხმა, რომელიც წესით უნდა გვიბიძგებდეს წარმატებისკენ, მაგრამ არასწორი და არაჯანსაღი აღზრდის შედეგად, როგორც ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, სამწუხაროდ, ფერხდება და ეს არის ის შინაგანი რწმენა-წარმოდგენები, რომ წარმატება ზოგადად შეუძლებელია, წარმოუდგენელია კონკრეტული ინდივიდისთვის ან ის უბრალოდ არ იმსახურებს ამ წარმატებას. ასევე ვისაუბრეთ „გმირის მოგზაურობაზე“, იმ უნივერსალურ მეტაფორაზე, თუ როგორ ვითარდება ადამიანი, რომ ეს განვითარება უწყვეტია და სპირალური და ყოველი შემდეგი წრე ახალი რესურსის, გამოცდილებისა და გაფართოების მომტანია,“ - აღნიშნა დიანა ნიკოლაიშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები. ღონისძიებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხუთივე ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
ლექციას მოდერაცია CIU-ს უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის კოორდინატორმა გურამ ლილუაშვილმა გაუწია.
სხვა სიახლეები
ნოემბერი 17, 2025
10:15 AM
ტრენინგ-კურსი „კარიერული კომპასი“ წარმატებით დასრულდა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, წარმატებით დასრულდა ტრენინგ-კურსი „კარიერული კომპასი“.
ნოემბერი 17, 2025
08:00 AM
საჯარო შეხვედრა თემაზე: „მოტივაცია და თვითშეფასება“
12 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით დაიწყო ტრენინგ-კურსი „კარიერული კომპასი“.
ნოემბერი 07, 2025
10:00 AM
ტრენინგი მდგრადი განვითარების მიზნებზე
7 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი თემაზე - „მდგრადი განვითარების მიზნები და მათი მნიშვნელობა განათლების სფეროში“, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ექსპერტთა ბაზის წევრი მაია ჩუბინიძე უძღვებოდა.




