ტრენინგი მდგრადი განვითარების მიზნებზე
7 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი თემაზე - „მდგრადი განვითარების მიზნები და მათი მნიშვნელობა განათლების სფეროში“, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ექსპერტთა ბაზის წევრი მაია ჩუბინიძე უძღვებოდა.
ტრენინგი უწყვეტი განათლების და კარიერული განვითარების სამსახურისა და პერსონალის მართვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიება უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის იყო განკუთვნილი, რომლის მიზანსაც მდგრადი განვითარების მიზნების არსის გაცნობა წარმოადგენდა.
„დღევანდელი ტრენინგი დაეთმო გარემოს მდგრად განვითარებას. განსაკუთრებით გამოიკვეთა განათლების ჩართულობის მნიშვნელობა - როგორ შეუძლიათ სტუდენტებს, მოსწავლეებს და მთლიანად საზოგადოებას ხელი შეუწყონ ამ მიზნების მიღწევას. ასევე აღინიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგმა ზუსტად და სწორად მიიტანოს აუდიტორიამდე ის ინფორმაცია, რომელიც მომავალში გარემოს მდგრად განვითარებას ემსახურება,“ - აღნიშნა მაია ჩუბინიძემ.
ტრენინგის მიზანი იყო ადმინისტრაციული პერსონალის ცნობიერების ამაღლება განათლების ხარისხის ინკლუზიურობისა და ხელმისაწვდომობის მიმართ, ასევე მათი როლის გაძლიერება უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პოლიტიკისა და განვითარების პროცესებში
სხვა სიახლეები
ნოემბერი 17, 2025
10:15 AM
ტრენინგ-კურსი „კარიერული კომპასი“ წარმატებით დასრულდა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, წარმატებით დასრულდა ტრენინგ-კურსი „კარიერული კომპასი“.
ნოემბერი 17, 2025
08:00 AM
საჯარო შეხვედრა თემაზე: „მოტივაცია და თვითშეფასება“
12 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით დაიწყო ტრენინგ-კურსი „კარიერული კომპასი“.
ნოემბერი 17, 2025
07:15 AM
ლექცია თემაზე: „გმირის მოგზაურობა - წარმატების გზა და მასზე არსებული საფრთხეები“
13 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით „კარიერული კომპასის“ ტრენინგ-კურსის ფარგლებში ექიმი-ფსიქოთერაპევტის, დიანა ნიკოლაიშვილის ლექცია გაიმართა თემაზე: „გმირის მოგზაურობა - წარმატების გზა და მასზე არსებული საფრთხეები“.









