• dateნოემბერი 17, 2025
    time10:15 AM

    ტრენინგ-კურსი „კარიერული კომპასი“ წარმატებით დასრულდა

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, წარმატებით დასრულდა ტრენინგ-კურსი „კარიერული კომპასი“.

    პროგრამის დასკვნითი სესია, მიეძღვნა თემას: „ვინ ვარ მე პროფესიულ სამყაროში“. სესიას უძღვებოდა კომპანია QBQ-ის დამფუძნებელი, ტრენერი და კარიერული კონსულტანტი მაკა მჟავანაძე, რომელმაც მსმენელებს თვითშემეცნებაზე დაფუძნებული მეთოდები, პრაქტიკული ინსტრუმენტები და ინდივიდუალური პროფესიული განვითარების ხედვები გაუზიარა.

    „სტუდენტების კარიერული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია „სამი ზონის პრინციპი“ - კომფორტის, შიშისა და განვითარების ზონები. კომფორტის ზონა მოიცავს უკვე ნაცნობ საქმიანობას, თუმცა კარიერული ზრდა სწორედ შემდეგ ეტაპზე, შიშის ზონაში იწყება, სადაც ადამიანები ახალ გამოწვევებს უმკლავდებიან და სწორედ ამ პროცესში ყალიბდება მათთვის საჭირო უნარები. ამ პროცესის გადალახვის შემდეგ, ახალგაზრდები გადადიან განვითარების ზონაში, რაც ცოდნის, კომპეტენციებისა და პროფესიული თვითდამკვიდრების გაძლიერებას უწყობს ხელს,“ - აღნიშნა მაკა მჟავანაძემ.

    ღონისძიების დახურვის ცერემონიას დაესწრო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, აკადემიური პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, თამარ ინასარიძე, რომელმაც ტრენინგ-კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა. 

    შეხვედრის ფარგლებში აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღო პასუხები. ღონისძიებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხუთივე ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. 
    ტრენინგ-კურსს მოდერაცია გაუწია CIU-ს უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის კოორდინატორმა, გურამ ლილუაშვილმა.

    სხვა სიახლეები