„კონფლიქტების ტიპები და მათი მოგვარების გზები“
7 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის / უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის მიერ ორგანიზებული „ქართული დიპლომატიის კვირეულის“ დასკვნითი ლექცია პოლიტიკის მეცნიერების დოქტორს, კონფლიქტოლოგს, CIU-ს ასისტენტ-პროფესორ მირანდა მიქაძეს დაეთმო თემაზე: „კონფლიქტების ტიპები და მათი მოგვარების გზები“.
შეხვედრა მიზნად ისახავდა, თეორიისა და პრაქტიკის სინთეზს, იმიტირებულ მოლაპარაკებებში აუდიტორიის ჩართვას, კონფლიქტების ტიპების გაგებასა და მათი მოგვარების ეფექტური სტრატეგიების შესწავლას. ასევე, ღონისძიება ფოკუსირებული იყო პრაქტიკულ სწავლებაზე, სიმულაციურ მოდელირებასა და როლურ თამაშებზე, რომლებმაც სტუდენტებში გააუმჯობესა დიპლომატიური უნარები კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით.
ლექციის დაწყებამდე სპიკერსა და აუდიტორიას მიესალმნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, საერთაშორისო ურთიერთობის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ალიკა გუჩუა და უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსი მარიამ ჯაჭვაძე.
ცნობისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ყოველწლიურად ატარებს „ქართული დიპლომატიის კვირეულს“, სადაც დიპლომატები და დარგის ექსპერტები უძღვებიან სხვადასხვა პროფესიულ აქტივობას, სტუდენტები კი დიპლომატისთვის აუცილებელ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას იღებენ
სხვა სიახლეები
ნოემბერი 25, 2025
10:00 AM
საჯარო შეხვედრა კომპანია "Geosoft Cloud-თან"
25 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე: „შენი მომავალი პროფესია ღრუბლოვან ტექნოლოგიებში Geosoft Cloud-თან ერთად“
ივნისი 11, 2025
02:40 PM
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საინფორმაციო შეხვედრა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შესარჩევ კონკურსამდე, საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი პირები, სტაჟირების პროგრამის პოპულარიზაციისა და სტუდენტების დაინტერესების მიზნით, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს მართავენ.
ნოემბერი 20, 2024
05:28 PM
„მედიაწიგნირება“



