• dateივნისი 11, 2025
    time02:40 PM

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საინფორმაციო შეხვედრა

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შესარჩევ კონკურსამდე, საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი პირები, სტაჟირების პროგრამის პოპულარიზაციისა და სტუდენტების დაინტერესების მიზნით, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს მართავენ.

    10 ივნისს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ ვარძელაშვილი და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი ლევან ძნელაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. გააცნეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ამოცანები და შესაბამისი კანონმდებლობა. ესაუბრნენ პროგრამის მნიშვნელობასა და შესარჩევი სამეტაპიანი კონკურსის მოთხოვნებზე. შეხვედრის ფარგლებში, საგამოძიებო სამსახურის სტაჟირების პროგრამით დაინტერესებულმა სტუდენტებმა კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

    შეხვედრაზე სტუმრებსა და აუდიტორიას მიესალმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ხატიძე, რომელმაც ყურადღება განსახილველი საკითხის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

    საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას სტუდენტები და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.