• dateნოემბერი 25, 2025
    time10:00 AM

    საჯარო შეხვედრა კომპანია "Geosoft Cloud-თან"

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    25 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე: „შენი მომავალი პროფესია ღრუბლოვან ტექნოლოგიებში Geosoft Cloud-თან ერთად“;

    შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის კარიერული განვითარების პერსპექტივების გაცნობა ღრუბლოვანი ტექნოლოგიების სფეროში, კერძოდ კი Google Cloud-ის სპეციფიკის გათვალისწინებით. ღონისძიების ფარგლებში მომხსენებლებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა:

    1. ღრუბლოვანი ტექნოლოგიების მნიშვნელობა და მისი მზარდი როლი თანამედროვე ციფრულ სამყაროში;
    2. ამ მიმართულებით არსებული მოთხოვნადი პროფესიები და კარიერული შესაძლებლობები;
    3. Google Cloud-ის სპეციფიკა და განვითარების პერსპექტივები;

    შეხვედრის მომხსენებლები გახლდათ Geosoft Cloud-ის წარმომადგენლები:

    თორნიკე ჩარკვიანი - მომხმარებელთა წარმატების მენეჯერი და დავით ტოგონიძე - ბიზნეს განვითარების მენეჯერი;
    აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ღონისძიების სპიკერები არიან Google-ის მიერ სერტიფიცირებული Cloud ინჟინრები;

    ღონისძიების დაწყებამდე აუდიტორიას მიესალმა CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების დეკანი ქეთევან ნანობაშვილი, რომელმაც ხაზი გაუსვა დღევანდელი ღონისძიების მნიშვნელობას:
    „მსგავსი ფორმატის აქტივობები სტუდენტებს ეხმარება კარიერული პერსპექტივების დაგეგმვაში და იმ კომპეტენციების იდენტიფიცირებაში, რომელიც მათ დასაქმებისთვის სჭირდებათ, განსაკუთრებით კი ისეთ ინოვაციურ სფეროში, როგორიცაა ღრუბლოვანი ტექნოლოგიები,“ - განაცხადა ქეთევან ნანობაშვილმა;

    აუდიტორიას სიტყვით მიმართა ასევე შეხვედრის მოდერატორმა, CIU-ს უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის კოორდინატორმა, გურამ ლილუაშვილმა:

    „ჩვენი მთავარი მიზანია, სტუდენტებს მივცეთ მაქსიმალური შესაძლებლობა, დაუკავშირდნენ წამყვან კომპანიებს, გაიგონ თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნები და სწორად დაგეგმონ თავიანთი პროფესიული მომავალი ციფრულ ეპოქაში. დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ მისიის ნაწილი გახლდათ,“ - აღნიშნა გურამ ლილუაშვილმა;

    აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და Geosoft Cloud-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერა CIU-ს ვიცე-რექტორმა, აკადემიური პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, თამარ ინასარიძემ;

    შეხვედრისას სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე, ბოლოს კი კომპანია Geosoft Cloud-ის მხრიდან გაიმართა წამახალისებელი გათამაშება, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ

    სხვა სიახლეები