დიპლომატიური სამსახური და კარიერული საფეხურები
4 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „ქართული დიპლომატიის კვირეული“ გაიხსნა. ღონისძიებათა სერია, რომელიც სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის / უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით ტარდება, ქართული დიპლომატიის დღეს ეძღვნება.
კვირეულის პირველ ლექციაზე აუდიტორიის წინაშე წარდგა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გრიგოლ მაგრაქველიძე თემით: „დიპლომატიური სამსახური და კარიერული საფეხურები“.
სპიკერმა მსმენელებს გააცნო დიპლომატიური სამსახურის ფუნქციები და ამოცანები, მარეგულირებელი კანონმდებლობა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურა, კარიერული საფეხურები დიპლომატიურ სამსახურში, პროფესიული განვითარება და დასაქმების შესაძლებლობები, შეხვედრის დასასრულს კი აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.
ლექციის დაწყებამდე სპიკერსა და აუდიტორიას მიესალმნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ჭალაგანიძე და დეკანის მოადგილე, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ალიკა გუჩუა.
ცნობისთვის, 3 ნოემბერი ქართველი დიპლომატების პროფესიულ დღესასწაულად 2004 წელს დაწესდა და ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ყოველწლიურად აღნიშნავს დიპლომატთა დღეს „ქართული დიპლომატიის კვირეულით“, რომელიც დატვირთულია საჯარო ლექციებით და სხვადასხვა პროფესიული აქტივობით.
სხვა სიახლეები
ნოემბერი 25, 2025
10:00 AM
საჯარო შეხვედრა კომპანია "Geosoft Cloud-თან"
25 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე: „შენი მომავალი პროფესია ღრუბლოვან ტექნოლოგიებში Geosoft Cloud-თან ერთად“
ივნისი 11, 2025
02:40 PM
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საინფორმაციო შეხვედრა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შესარჩევ კონკურსამდე, საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი პირები, სტაჟირების პროგრამის პოპულარიზაციისა და სტუდენტების დაინტერესების მიზნით, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს მართავენ.
ნოემბერი 20, 2024
05:28 PM
„მედიაწიგნირება“








