• dateნოემბერი 03, 2025
    time10:00 AM

    ვორქშოპი ადმინისტრაციული პერსონალისთვის

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

      3 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის გაიმართა იტერაქტიული ვორქშოპი თემაზე: „საუბრის ძალა: როგორ გავაუმჯობესოთ შიდა კომუნიკაცია“. 
     შეხვედრას EGO Consulting-ის დამფუძნებელი, მენტორი ქოუჩინგში ნინო გომართელი უძღვებოდა. სპიკერმა ღონისძიების ფარგლებში ისაუბრა შიდა კომუნიკაციის ძირითად გამოწვევებზე, თანამშრომლებისთვის ემოციური ინტელექტისა და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების გავლენაზე, ასევე კომუნიკაციის პრინციპებსა და წესებზე. 
     აღნიშნული ღონისძიება თეორიულ საკითხებთან ერთად გამორჩეული იყო სახალისო აქტივობებით.
     ვორქშოპი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის / პერსონალის მართვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

    სხვა სიახლეები