საჯარო შეხვედრა - „პერსონალური ბრენდინგი კარიერული წარმატებისთვის“
17 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა კორპორატიული და პერსონალური ბრენდის სტრატეგი ანა ციცქიშვილი თემაზე: „პერსონალური ბრენდინგი კარიერული წარმატებისთვის“.
„დღეს ვისაუბრეთ პერსონალურ ბრენდინგზე - ზოგადად რას ნიშნავს პერსონალური ბრენდინგი, ვის სჭირდება და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ. შეხვედრის მიზანი იყო, რომ ახალგაზრდებმა სწორად აღიქვან შესაძლებლობები და შესაბამისად წარუდგინონ თავი სამიზნე აუდიტორიას. სწორი პოზიციონირებით ადამიანი უფრო მარტივად და ეფექტურად აღწევს მიზანს. დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამას ემსახურებოდა, რომ ის რჩევები და რეკომენდაციები გამეზიარებინა ახალგაზრდებისთვის, რაც მათ დაეხმარება სასურველ პოზიციაზე საკუთარი თავის წარმოჩენაში“, - აღნიშნა ანა ციცქიშვილმა.
ღონისძიება გახსნა და აუდიტორიას სიტყვით მიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის კოორდინატორმა გურამ ლილუაშვილმა.
საჯარო შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის ფორმატით წარიმართა.
სხვა სიახლეები
ნოემბერი 28, 2025
09:00 AM
„როგორ დასაქმდე შენი ოცნების სამსახურში“
28 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე: „როგორ დასაქმდე შენი ოცნების სამსახურში“, რომელსაც ადამიანური რესურსების მართვის საკონსულტაციო კომპანია „ფიფლიას“ დამფუძნებელი/აღმასრულებელი დირექტორი მარიამ დემურაშვილი უძღვებოდა.
ოქტომბერი 23, 2025
10:00 AM
CIU-ში გაიმართა შეხვედრა თემაზე: „რას ელოდებიან დამსაქმებლები ჩვენგან“?
23 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, CIU-ს უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა თემაზე: „რას ელოდებიან დამსაქმებლები ჩვენგან?“
ნოემბერი 01, 2024
11:03 AM
„ კარიერა ან/და ბიზნესი“















