• dateნოემბერი 17, 2025
    time08:00 AM

    საჯარო შეხვედრა თემაზე: „მოტივაცია და თვითშეფასება“

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    12 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით დაიწყო ტრენინგ-კურსი „კარიერული კომპასი“.

    კურსის მიზანია, სტუდენტებში კარიერული ცნობიერების ამაღლება და საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასების, თვითშემეცნების გაღრმავებისა და პროფესიული არჩევანის დაგეგმვის ხელშეწყობა.

    ტრენინგ-კურსი ფსიქოლოგის, პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოთერაპიის სპეციალისტის, მედეა გელდიაშვილის ლექციით გაიხსნა თემაზე: „მოტივაცია და თვითშეფასება“. 

    „დღეს ვისაუბრეთ თვითშეფასებასა და მოტივაციაზე, ამ პროცესებში შევეხეთ მიზნის დასახვის ნაწილსაც, ჯანსაღ და არაჯანსაღ თვითშეფასების ფენომენსაც. ვისაუბრეთ იმ ადრეულ გამოცდილებაზე, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ადამიანის თვითშეფასების ჩამოყალიბების პროცესზე, შემდეგ უკვე მოტივაციის არსებობისა და მისი დაკარგვის საკითხზე,“ - აღნიშნა მედეა გელდიაშვილმა.

    შეხვედრის ფარგლებში აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები. ღონისძიებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხუთივე ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. 
    ლექციას მოდერაცია გაუწია CIU-ს უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის კოორდინატორმა გურამ ლილუაშვილმა. 

    სხვა სიახლეები