• dateმარტი 04, 2025
    time12:17 PM

    CIU-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ცხადდება სახელობითი სასტიპენდიო კონკურსი

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის ცხადდება საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობითი სასტიპენდიო კონკურსი.

    კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამართლის ფაკულტეტის იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში, აქვთ აქტიური სტატუსი და გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით.

    კონკურსში ჩასართავად სტუდენტებმა მიმდინარე წლის 15 მარტამდე ელექტრონულ მისამართზე career@ciu.edu.ge უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

     დოკუმენტაციის ნუსხა:

    • ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით დამოწმებული სრული ამონაწერი აკადემიური მოსწრებიდან (სასწავლო ბარათი);
    • სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს ერთიგვერდისა);
    • სამართლის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

     ელფოსტის თემის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ: „მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობითი სტიპენდია.

    კონკურსი სამ ეტაპად წარიმართება:

    • პირველი ეტაპი - სტიპენდიის კანდიდატებისგან დოკუმენტაციის მიღება;
    • მეორე ეტაპი - ერთობლივ სხდომაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება;
    • მესამე ეტაპი - „მიგრიაული და პარტნიორების“ ხელმძღვანელი პარტნიორისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მიერ სტიპენდიის სერტიფიკატის გადაცემა.

    დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურს.

    ტელეფონი: (+995 32) 2022 115; (+995 32) 2611 298. (შიდა - 220)

    ელფოსტა:career@ciu.edu.ge