• dateივნისი 10, 2025
    time03:29 PM

    ტრენინგი თემაზე: „ემოციური ინტელექტი“

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    5 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის სამსახურისა და უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ემოციური ინტელექტი“. ღონისძიება მიზნად ისახავდა ადმინისტრაციული რესურსის განვითარების ხელშეწყობას, ეფექტური კომუნიკაციისა და ემოციური თვითრეგულაციის უნარების გაუმჯობესებას როგორც პროფესიულ, ისე პირად სივრცეში.

    ტრენინგს უძღვებოდა კლინიკური ფსიქოლოგი, სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიისა და ფსიქოსინთეზის სპეციალისტი, ქოუჩ-ტრენერი ირმა კვაჭაძე.

    ღონისძიებაზე სპიკერმა ძირითადად ყურადღება გაამახვილა შემდეგ საკითხებზე: ემოციური ინტელექტის საფუძვლები; ემოციური ინტელექტი პრაქტიკაში: ლიდერობა, კომუნიკაცია და გადაწყვეტილების მიღება; ემოციური თვითრეგულაცია, პირადი და პროფესიული ზრდა.

    სესია ხასიათდებოდა ინტერაქციურობით, მონაწილეთა ჩართულობითა და ღია დისკუსიებით.