დასაქმების ფორუმი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, 4 ნოემბერს, 11:00 საათიდან 15:00-საათამდე, უნივერსიტეტში გაიმართება მასშტაბური დასაქმების ფორუმი.
დასაქმების ფორუმი არის უნიკალური პლატფორმა, სადაც ერთ სივრცეში იკრიბებიან წამყვანი კომპანიები სხვადასხვა სფეროდან და პოტენციური თანამშრომლები. ეს არის პირდაპირი კომუნიკაციისა და პროფესიული წრის გაფართოების შესაძლებლობა.
ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ:
გაეცნონ ათობით კომპანიასა და ორგანიზაციას.
შეიტყონ არსებული ვაკანსიების, სტაჟირების პროგრამებისა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივების შესახებ.
დაამყარონ პირდაპირი კონტაქტი HR მენეჯერებთან და რეკრუტერებთან.
ფორუმზე წარმოდგენილი კომპანიები ეძებენ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ანაზღაურებადი ან/და არაანაზღაურებადი სტაჟირების პოზიციებზე. ეს თქვენი პირველი ნაბიჯია რეალურ სამუშაო გარემოში.
გაიცნობთ პროფესიონალებს და შექმნით სასარგებლო კავშირებს, რაც სამომავლოდ კარიერულ წარმატებაში დაგეხმარებათ. ასევე მიიღებთ ინფორმაციას, თუ რა უნარებსა და ცოდნას ითხოვს დღევანდელი შრომის ბაზარი.
სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ მოკლე სარეგისტრაციო ფორმა:
სხვა სიახლეები
ნოემბერი 04, 2025
07:00 AM
დასაქმების ფორუმი 2025
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, 4 ნოემბერს უნივერსიტეტში გაიმართა მასშტაბური დასაქმების ფორუმი, რომელშიც 50-ზე მეტი საშუალო და მსხვილი კომპანია, ასევე სახელმწიფო სტრუქტურები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ნოემბერი 05, 2024
12:33 PM
დასაქმების ფორუმი 2024
ოქტომბერი 29, 2024
03:52 PM
დასაქმების ფორუმი 2024