• dateმარტი 17, 2026
    time01:00 PM

    CIU დასაქმებისა და განათლების ფესტივალზე

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    17 მარტს, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა-ში, HR Hub-ის ორგანიზებით გაიმართა დასაქმებისა და განათლების  მასშტაბური ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა.

    ღონისძიება მიზნად ისახავდა დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებლების ერთ სივრცეში დაკავშირებას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თანამედროვე შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევების დაძლევას. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო როგორც სახელმწიფო სექტორი, ასევე საშუალო და დიდი ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებმაც დამსაქმებლის ბრენდები და კარიერული შესაძლებლობები გააცნეს დამსწრე საზოგადოებას, რაც მონაწილეებს აძლევდა შესაძლებლობას უშუალოდ გაცნობოდნენ კარიერულ შესაძლებლობებს.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ფესტივალის ფარგლებში დამსწრეებს გააცნეს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, სტუდენტთა კარიერული განვითარების ხელშემწყობი სერვისები და დასაქმების მიმართულებით განხორციელებული ინიციატივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობის მექანიზმებსა და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

    აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას როგორც დამსაქმებლებისთვის, ისე სამუშაოს მაძიებლებისთვის, ვინაიდან ის უზრუნველყოფს პირდაპირ კომუნიკაციას, გამოცდილების გაზიარებასა და პროფესიული ქსელის გაფართოებას.

    უნივერსიტეტის სახელით ფესტივალში მონაწილეობდნენ: გურამ ლილუაშვილი, რომელიც უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების მიმართულებას უძღვება და მარიამ სანდუხაძე პერსონალის მართვის სამსახურიდან.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად განაგრძობს მსგავს ინიციატივებში მონაწილეობას, რაც სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების პროფესიული განვითარების მხარდაჭერასა და შრომის ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას ემსახურება.

    სხვა სიახლეები