• dateნოემბერი 04, 2025
    time07:00 AM

    დასაქმების ფორუმი 2025

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

     კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, 4 ნოემბერს უნივერსიტეტში გაიმართა მასშტაბური დასაქმების ფორუმი, რომელშიც 50-ზე მეტი საშუალო და მსხვილი კომპანია, ასევე სახელმწიფო სტრუქტურები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
    ფორუმის მიზანი იყო სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც მათ საშუალებას მისცემდა უშუალოდ დაკავშირებოდნენ დამსაქმებლებს, გაცნობოდნენ შრომის ბაზრის მოთხოვნებს და უკეთ წარმოეჩინათ საკუთარი უნარები.
    ღონისძიება გახსნა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ, რომელმაც ფორუმის მონაწილეებსა და სტუმრებს მიმართა:
    „პატივცემულო სტუმრებო, სტუდენტებო, მივესალმები კომპანიების წარმომადგენლებს. მიხარია, რომ დღეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს დასაქმების ფორუმს - ღონისძიებას, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი უნივერსიტეტის მიზანს: შევუქმნათ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ყველა საჭირო პირობა კარიერული განვითარებისათვის.
    წლევანდელ ფორუმში მონაწილეობს 50-ზე მეტი კომპანია და წარმოდგენილია დაახლოებით 150 ვაკანსია. ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, რათა უშუალო კომუნიკაცია დაამყარონ დამსაქმებლებთან, უკეთ გაეცნონ შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და საჭიროებებს, ასევე წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები.
    ფორუმი წარმოადგენს ეფექტურ სივრცეს თანამშრომლობისთვის როგორც სტუდენტებისა და დამსაქმებლების, ისე აკადემიური სექტორისა და სხვადასხვა ინდუსტრიული სფეროს პარტნიორებს შორის. მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებს უნივერსიტეტისა და შრომის ბაზრის მჭიდრო ინტეგრაციაში, პრაქტიკული გამოცდილების გაძლიერებასა და კარიერული განვითარების მხარდაჭერაში.
    დარწმუნებული ვარ, რომ ღონისძიება თითოეულ მონაწილეს შესძენს იმ მნიშვნელოვან ცოდნას, კონტაქტებსა და პრაქტიკულ გამოცდილებას, რომლებიც კარიერული განვითარების პროცესში დიდ როლს ითამაშებს. გისურვებთ პროდუქტიულ და წარმატებულ კომუნიკაციებს,“ - განაცხადა კახაბერ კორძაიამ.
    ფორუმის მონაწილეებს ასევე მიმართა CIU-ს უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის კოორდინატორმა, გურამ ლილუაშვილმა:
    „დასაქმების ფორუმი ძალზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ახალგაზრდებისთვის, რადგან ის აერთიანებს სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და დამსაქმებლებს ერთ სივრცეში. მსგავსი ფორუმები ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას უკეთ გაეცნონ თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს, წარმოაჩინონ საკუთარი უნარები და გადადგან პირველი ნაბიჯები პროფესიული კარიერის მიმართულებით.
    ჩვენთვის, როგორც უნივერსიტეტისთვის, მნიშვნელოვანია სტუდენტების წარმატება და მათი რეალური კავშირი სამუშაო გარემოსთან - სწორედ ამას ემსახურება დღევანდელი ფორუმიც,“ - აღნიშნა გურამ ლილუაშვილმა.
    ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ სხვადასხვა კომპანიის საქმიანობას, დაეტოვებინათ საკუთარი რეზიუმეები და ჰქონოდათ პირდაპირი კომუნიკაცია პოტენციურ დამსაქმებლებთან.
    დასაქმების ფორუმი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრიორიტეტს - ხელი შეუწყოს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, კარიერული შესაძლებლობების გაფართოებასა და შრომის ბაზართან ინტეგრაციას.

    სხვა სიახლეები