დასაქმების ფორუმი 2024
4 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით „დასაქმების ფორუმი 2024“ გაიმართა. ფორუმზე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილე კომპანიების მიერ შემოთავაზებულ ვაკანსიებსა და სტაჟირების პროგრამებს გაცნობოდნენ.
ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძიამ გახსნა. „უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის ფორუმების მოწყობა, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, რომ ვაკანსიებსა და კომპანიებს გაეცნონ. შემდეგ, თავიანთი თავი წარმოაჩინონ და დასაქმების გზაზე ერთი ნაბიჯი გადადგან წინ. ჩვენ ყოველწლიურად ვატარებთ ამ ტიპის დასაქმების ფორუმებს. სტუდენტების აქტიურობა ყოველთვის დიდია და მიხარია, რომ გვემატება და გვემატება კომპანიები, რომლებიც მონაწილეობენ ამ ფორუმში”, - განაცხადა კახაბერ კორძაიამ.
ღონისძიებაზე ასევე სიტყვით წარდგა CIU-ს უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ ჯაჭვაძე. „ფორუმის მიზანია, რომ სტუდენტებს და ქვეყანაში არსებულ დამსაქმებლებს საშუალება მივცეთ, ერთმანეთს შეხვდნენ, დამსაქმებლებმა სტუდენტებს სხვადასხვა შესაძლებლობა შესთავაზონ, სტუდენტებმა კი ეს ყველაფერი საკუთარ თავზე მოირგონ, გაითავისონ და კარიერის განვითარებაზე დაიწყონ ზრუნვა“ - აღნიშნა მარიამ ჯაჭვაძემ.
ცნობისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახური სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის დასაქმების ფორუმს წელიწადში ორჯერ მასპინძლობს
სხვა სიახლეები
ნოემბერი 04, 2025
07:00 AM
დასაქმების ფორუმი 2025
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, 4 ნოემბერს უნივერსიტეტში გაიმართა მასშტაბური დასაქმების ფორუმი, რომელშიც 50-ზე მეტი საშუალო და მსხვილი კომპანია, ასევე სახელმწიფო სტრუქტურები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ნოემბერი 04, 2025
07:00 AM
დასაქმების ფორუმი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, 4 ნოემბერს, 11:00 საათიდან 15:00-საათამდე, უნივერსიტეტში გაიმართება მასშტაბური დასაქმების ფორუმი.
ოქტომბერი 29, 2024
03:52 PM
დასაქმების ფორუმი 2024


















