• dateმარტი 30, 2018
    time04:14 PM

    დასაქმების ფორუმი 2018

    banner

    კსუ-ს კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი უნივერსიტეტში უკვე მესამედ გაიმართა და მასში მონაწილეობა სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა მიიღეს. 
    ღონისძიება, კსუ-ს რექტორმა - კახაბერ კორძაიამ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფორსმა, რექტორის მოადგილემ მარინა გედევანიშვილმა და იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ოპერაციების დირექტორმა - გიორგი ბიგანიშვილმა გახსნეს. გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს დასაქმების ფორუმის მნიშვნელობაზე როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პოტენციური დამსაქმებლებისთვის და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.
    ფორუმში საქართველოში მოქმედი ისეთი წამყვანი კერძო და საჯარო კომპანიები ჩაერთნენ, როგორებიცაა: ,, იუსტიციის სახლი", შსს, ,,აღსრულების ეროვნული ბიურო", VTB Bank Georgia, სამედიცინო კორპორაცია ევექსი, სადაზღვევო კომპანია "ალდაგი", თიბისი დაზღვევა, პალიტრა მედია ჰოლდინგი, საბროკერო კომპანია "ვაისი", ,,პსპ ფარმა" და სხვა.
    აღნიშნული ფორუმი ყოველწლიურად ტარდება და მიზანად ისახავს, ხელი შეუწყოს კსუ-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან კომუნიკაციას და მათ კარიერულ წინსვლას.

    სხვა სიახლეები