დიახ
არა
4 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტრესის მართვის ტრენინგი გაიმართა თანამშრომლებისთვის. ტრენინგს უძღვებოდა ფსიქოდიაგნოსტიკისა და ფსიქო-კონსულტირების მაგისტრი, ფსიქოლოგი, ფსიქო-კონსულტანტი, ფსიქოთერაპევტი თამარ კურატიშვილი.
ტრენინგზე განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორებიცაა: სტრესის გამომწვევი ფაქტორები, სტრესული სიმპტომები და მდგომარეობები; პროგრესული რელაქსაციის ტექნიკა, სტრესის ფსიქოფიზიოლოგია, ეუსტრესი და მისი დადებითი მხარეები; სტრესის დროს შფოთვა და სისტემატური დესენსიბილიზაცია, ABCDE-ტექნიკა, რა არის პროფესიული სტრესი, ჯანმრთელობისათვის ზიანის მომტან ქცევებთან ბრძოლის რამდენიმე გავრცელებული გზა.
ინტერაქციული ფორმატის შეხვედრაზე გამოყენებული და განხილული იყო სხვადასხვა სავარჯიშოები და ტექნიკები სტრესთან საბრძოლველად.
ტრენინგს ორგანიზება გაუწია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურმა.