დიახ
არა
8 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და ენების ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა ტრენინგი თემაზე: „შერეული დონის ჯგუფების სწავლების მეთოდიკა“.
შეხვედრას უძღვებოდა ტრენერი განათლებისა და ტრენინგის საერთაშორისო ცენტრში, სერტიფიცირებული ექსპერტი ESOL მიმართულებით, კემბრიჯის გამოცდის ცენტრში - ნინო შარაშენიძე.
შეხვედრა, რომელსაც CIU-ს აკადემიური პერსონალი ესწრებოდა, მიზნად ისახავდა უცხოენოვან სტუდენტებთან სწავლებისა და მუშაობის კომპეტენციების გაუმჯობესებას.
შეხვედრაზე აუდიტორიას მიესალმა და ხაზი გაუსვა ტრენინგის მნიშვნელობას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსმა მარიამ ჯაჭვაძემ და ენების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ხელაიამ.