ტრენინგი: AI-ის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში
25 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის / პერსონალის მართვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე: „AI-ის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში“.
შეხვედრას, რომელიც ეძღვნებოდა ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებას სწავლა-სწავლების პროცესში, უძღვებოდა AI-ის ტრენერი ნინო ლაცაბიძე.
აკადემიური პერსონალისთვის განკუთვნილი ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებისთვის AI-ის შესაძლებლობების გაცნობა და მისი პრაქტიკული გამოყენების შესწავლა.
სპიკერმა თეორიული პრეზენტაციის სახით გააცნო მონაწილეებს, როგორ შეიძლება გამოიყენონ AI-ს ხელსაწყოები და პლატფორმები განათლების პროცესში, რათა გააუმჯობესონ სწავლების ეფექტიანობა და სტუდენტების ჩართულობა. გარდა ამისა, შეხვედრა მოიცავდა პრაქტიკულ აქტივობებს, რაც დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობას აძლევდა სიღრმისეულად გაეანალიზებინათ AI-სთან მუშაობის პროცესი.
მსგავსი სახის ტრენინგები უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს საშუალებას აძლევს, უფრო ეფექტურად გამოიყენოს თანამედროვე ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში და შეიმუშავოს ინოვაციური მიდგომები სტუდენტების მხარდასაჭერად.
სხვა სიახლეები
ნოემბერი 17, 2025
10:15 AM
ტრენინგ-კურსი „კარიერული კომპასი“ წარმატებით დასრულდა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, წარმატებით დასრულდა ტრენინგ-კურსი „კარიერული კომპასი“.
ნოემბერი 17, 2025
08:00 AM
საჯარო შეხვედრა თემაზე: „მოტივაცია და თვითშეფასება“
12 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით დაიწყო ტრენინგ-კურსი „კარიერული კომპასი“.
ნოემბერი 17, 2025
07:15 AM
ლექცია თემაზე: „გმირის მოგზაურობა - წარმატების გზა და მასზე არსებული საფრთხეები“
13 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით „კარიერული კომპასის“ ტრენინგ-კურსის ფარგლებში ექიმი-ფსიქოთერაპევტის, დიანა ნიკოლაიშვილის ლექცია გაიმართა თემაზე: „გმირის მოგზაურობა - წარმატების გზა და მასზე არსებული საფრთხეები“.














