• dateდეკემბერი 07, 2023
    time07:42 PM

    ნანა პარინოსის ვორქშოპი უცხოენოვანი პროგრამების სტუდენტებისთვის

    7 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით უცხოენოვანი პროგრამების სტუდენტებისთვის ვორქშოპი გაიმართა თემაზე: „როგორ შევადგინოთ ეფექტური CV და სამოტივაციო წერილი“.

    შეხვედრას CIU-ს ასოცირებული პროფესორი, IELTS ექსპერტი, TESOL-ის სერტიფიცირებული მასწავლებელი, დოქტორი ნანა პარინოსი უძღვებოდა, მთავარი აქცენტი კი ვოქრშოპზე საკუთარი პროფესიონალური პორტფოლიოს შექმნაზე გაკეთდა.

    ინგლისურენოვანი შეხვედრა სტუდენტთა აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდა.

    სხვა სიახლეები