• dateდეკემბერი 23, 2025
    time08:00 AM

    კარიერული ნავიგაცია ციფრულ ეპოქაში - მასტერკლასი CIU-ში

    banner
     23 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა მასტერკლასი თემაზე: „კარიერული ნავიგაცია ციფრულ ეპოქაში: Tech HR და რეკრუტინგის ტექნოლოგიები“;
     ვორქშოპის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებისთვის დასაქმების თანამედროვე ეკოსისტემის გაცნობა სამი ურთიერთდაკავშირებული პერსპექტივიდან. ღონისძიებაზე ხაზი გაესვა დასაქმების სრულ ჯაჭვს: სისტემაში მოხვედრას რეკრუტინგის ტექნოლოგიების მეშვეობით, ციფრულ ადაპტაციასა და ბიზნეს-ღირებულების შექმნას სტრატეგიული ხედვის გამოყენებით;
     შეხვედრაზე სამმა დარგობრივმა ლიდერმა საკუთარი გამოცდილება სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებით გაუზიარა:
     HR Thoth - გიორგი ხარატიშვილი (Chief People & Product Officer):
    სპიკერმა ყურადღება გაამახვილა რეკრუტინგის ტექნოლოგიებზე, ATS სისტემების მუშაობის პრინციპებსა და ხელოვნური ინტელექტის როლზე კანდიდატების პირველად გადარჩევაში;
     Octarinox - ლევან ყიფიანი (COO - საოპერაციო დირექტორი):
    მიმოიხილა ციფრული ინდუსტრიის სტანდარტები, ტექნოლოგიური ბაზრის მოთხოვნები და პროფესიული ციფრული იდენტობის მართვის აუცილებლობა;
     MAVEN - ლუკა ბაქრაძე (დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი):
    ისაუბრა ბიზნეს-აზროვნებისა და სტრატეგიული ხედვის კრიტიკულ მნიშვნელობაზე ნებისმიერი სპეციალისტისთვის თანამედროვე ბიზნეს-პროცესების მართვაში;
     ღონისძიების ინტერაქტიულ ნაწილში ჩატარდა ვიქტორინა, რომლის შედეგადაც სტუდენტებმა მიიღეს HR Thoth-ის ინოვაციური პაკეტები;
     სამ გამარჯვებულს გადაეცა Premium AI პაკეტი: აღნიშნული პაკეტი განკუთვნილია „Power User“-ებისთვის და მოიცავს AI მოდელების შეუზღუდავ გამოყენებას, პრიორიტეტულ მხარდაჭერასა და ისეთ მოწინავე ფუნქციებს, როგორიცაა ხელფასზე მოლაპარაკების ასისტენტი (AI Salary Negotiation) და კარიერული ჩატ-კონსულტანტი (AI Career Chat Assistant);
     ყველა დანარჩენ მონაწილეს გადაეცა Pro AI პაკეტი:
    სრულყოფილი ციფრული ასისტენტი კარიერული განვითარებისთვის, რომელიც მოიცავს:
     AI CV Analyzer: რეზიუმეს დეტალური ანალიზი;
     AI Interview Preparation: მომზადება ინტერვიუსთვის;
     AI Job Analyzer & Matching: ვაკანსიებთან შესაბამისობის დადგენა;
     AI Cover Letter Generator: სამოტივაციო წერილების გენერაცია;
     AI Profile Analyzer: პროფესიული პროფილების ოპტიმიზაცია;
     გარდა ციფრული პაკეტებისა, სტუდენტებმა მიიღეს პრაქტიკული მხარდაჭერის პირობა პარტნიორი კომპანიებისგან:
     Octarinox: სტუდენტებს შესთავაზა სტარტაპ იდეების მხარდაჭერა ტექნიკური მიმართულებით და პერსონალური მენტორინგი;
     MAVEN: მონაწილეებს ჩაუტარებს პრაქტიკულ კარიერულ მასტერკლასს;
     MAVEN უზრუნველყოფს - ბუღალტრული აუთსორსინგის მომსახურებას სტუდენტურ სტარტაპებში; ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობითი მემორანდუმი, რომლითაც ოფიციალურად დადასტურდა მხარეთა მზაობა სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე. მემორანდუმს ხელი მოაწერეს HR Thoth-ის კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა (CEO) - დავით კილაძემ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ.

    სხვა სიახლეები