კსუ-ს სტუდენტებს მარტერკლასი თემაზე - წარმატებული გასაუბრების ძირითად ტექნიკები - ჩაუტარდათ

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებითა და სააქციო საზოგადოება ქართული კრედიტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელშეწყობით, ამავე სამსახურის უფროსი - თამარ ბენიძე და პერსონალის შერჩევის სპეციალისტი - გვანცა საათაშვილი - კსუ-ს სტუდენტებს შეხვდნენ.
სტუმრებმა, ბიზნესის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან მარტერკლასი თემაზე: „წარმატებული გასაუბრების ძირითად ტექნიკები“ - ჩაატარეს და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს, როგორიცაა: რეზიუმეს სწორად შედგენა და გასაუბრებისთვის მომზადება. მასტერკლასის ფარგლებში, სტუდენტებმა ,,ქართული კრედიტის“ წარმომადგენლებისაგან კარიერული განვითარების საქმეში, კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები მოისმინეს.
,,ქართული კრედიტის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის - თამარ ბენიძის განცხადებით, გასაუბრების პროცესში სწორედ პატარა დეტალები ქმნის საბოლოო სურათს და დამსაქმებელს აპლიკანტის მიმართ გარკვეულ შთაბეჭდილებებს უყალიბებს, სწორედ ამიტომ, მან სტუდენტებს თითოეული ეტაპისათვის განსაკუთრებული მომზადება და მობილიზება ურჩია.
მასტერკლასის დასკვნით ნაწილში, სტუდენტებმა ,,ქართული კრედიტის“ წარმომადგენლების მიერ მოწოდებული სპეციალური სააპლიკაციო ფორმები შეავსეს, ვაკანსია - გაყიდვების ოფიცრის პოზიციას გულისხმობს და კომპანიის ყველა ფილიალშია აქტიური.
კსუ-ს სტუდენტებს, შევსებული სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე, კომპანია შეარჩევს და გასაუბრების ეტაპზე უახლოეს პერიოდში დაიბარებს.
სხვა სიახლეები
მარტი 23, 2026
09:00 AM
„ფესვიდან ბრენდამდე“ - ინტერაქციული შეხვედრა სტუდენტებთან
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის / ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო შეხვედრა თემაზე - „ფესვიდან ბრენდამდე“. ღონისძიება, რომელიც პერსონალური ბრენდინგის სტრატეგიებს მიეძღვნა, გამორჩეული იყო ინტერაქციული ფორმატით.
მარტი 18, 2026
09:00 AM
კარიერული განვითარების მარკეტინგული სტრატეგიები
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის/სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა მასტერკლასი თემაზე: „კარიერული განვითარების მარკეტინგული სტრატეგიები“, რომელსაც უძღვებოდა მარკეტოლოგი და მომხმარებლის ქცევის მკვლევარი ნატა წერეთელი.
დეკემბერი 23, 2025
08:00 AM
კარიერული ნავიგაცია ციფრულ ეპოქაში - მასტერკლასი CIU-ში
23 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა მასტერკლასი თემაზე: „კარიერული ნავიგაცია ციფრულ ეპოქაში: Tech HR და რეკრუტინგის ტექნოლოგიები“