„ კარიერა ან/და ბიზნესი“
31 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა თემაზე - „ კარიერა ან/და ბიზნესი“.
შეხვედრას ბიზნეს მენეჯმენტის ექსპერტი, CEO of KENCHADZE.Group დავით კენჭაძე უძღვებოდა.
სპიკერმა აუდიტორიას საკუთარი კარიერული გამოცდილება გაუზიარა, ისაუბრა ბიზნესსა თუ კარიერაში წარმატების მიღწევის გზებსა და შრომის ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე, შეხვედრის მეორე ნაწილში კი მათ კითხვებს უპასუხა.
შეხვედრის დაწყებამდე სტუმარსა და აუდიტორიას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითაერების სამსახურის უფროსი მარიამ ჯაჭვაძე მიესალმა.
ღონისძიებას სტუდენტებთან ერთად უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდა.
სხვა სიახლეები
ნოემბერი 28, 2025
09:00 AM
„როგორ დასაქმდე შენი ოცნების სამსახურში“
28 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე: „როგორ დასაქმდე შენი ოცნების სამსახურში“, რომელსაც ადამიანური რესურსების მართვის საკონსულტაციო კომპანია „ფიფლიას“ დამფუძნებელი/აღმასრულებელი დირექტორი მარიამ დემურაშვილი უძღვებოდა.
ოქტომბერი 23, 2025
10:00 AM
CIU-ში გაიმართა შეხვედრა თემაზე: „რას ელოდებიან დამსაქმებლები ჩვენგან“?
23 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, CIU-ს უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა თემაზე: „რას ელოდებიან დამსაქმებლები ჩვენგან?“
ოქტომბერი 17, 2025
10:00 AM
საჯარო შეხვედრა - „პერსონალური ბრენდინგი კარიერული წარმატებისთვის“
17 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა კორპორატიული და პერსონალური ბრენდის სტრატეგი ანა ციცქიშვილი თემაზე: „პერსონალური ბრენდინგი კარიერული წარმატებისთვის“.



