„ ეფექტიანი გასაუბრება დამსაქმებელთან“
20 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა ვორქშოფი თემაზე -„ეფექტიანი გასაუბრება დამსაქმებელთან“.
შეხვედრაზე კომპანია "ჰიროს" წარმომადგენლებმა: „hiro-ს“ HR ხელმძღვანელმა, მარიამ მეტონიძემ და „hiro-ს“ HR ჯენერალისტმა, ნელიკო კოტორაშვილმა ისაუბრეს საქართველოს შრომით ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე, კერძო ბიზნესის მოთხოვნებზე კანდიდატებთან მიმართებაში, სახელფასო თუ სხვა სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე, სპიკერებმა დეტალურად განიხილეს თუ რა უნარებია საჭირო თანამედროვე გარემოში სასურველ პოზიციაზე დასაქმებითვის.
შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ გასაუბრებაზე, რომელიც მიზნად ისახავდა დამსაქმებლებთან ეფექტიანი გასაუბრების ჩატარების ხელშეწყობას.
სხვა სიახლეები
მარტი 23, 2026
09:00 AM
„ფესვიდან ბრენდამდე“ - ინტერაქციული შეხვედრა სტუდენტებთან
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის / ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო შეხვედრა თემაზე - „ფესვიდან ბრენდამდე“. ღონისძიება, რომელიც პერსონალური ბრენდინგის სტრატეგიებს მიეძღვნა, გამორჩეული იყო ინტერაქციული ფორმატით.
მარტი 18, 2026
09:00 AM
კარიერული განვითარების მარკეტინგული სტრატეგიები
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის/სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა მასტერკლასი თემაზე: „კარიერული განვითარების მარკეტინგული სტრატეგიები“, რომელსაც უძღვებოდა მარკეტოლოგი და მომხმარებლის ქცევის მკვლევარი ნატა წერეთელი.
დეკემბერი 23, 2025
08:00 AM
კარიერული ნავიგაცია ციფრულ ეპოქაში - მასტერკლასი CIU-ში
23 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა მასტერკლასი თემაზე: „კარიერული ნავიგაცია ციფრულ ეპოქაში: Tech HR და რეკრუტინგის ტექნოლოგიები“