• dateოქტომბერი 16, 2026
    time06:00 PM

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტრენინგი „ხიდი განათლებაში“ ჩატარდა

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    16–17 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით საავტორო ტრენინგის - „ხიდი განათლებაში - განათლების სისტემების დაკავშირება, უწყვეტი სწავლა და განვითარების გზები“ - პირველი მოდული ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა.

    ტრენინგში მონაწილეობდა 15 მსმენელი, მათ შორის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები. ჰიბრიდულმა ფორმატმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, ჩართულიყვნენ სასწავლო პროცესში, გაეზიარებინათ პროფესიული გამოცდილება და ემსჯელათ განათლების სისტემებს შორის თანამშრომლობისა და უწყვეტი პროფესიული და პიროვნული განვითარების მნიშვნელობაზე.

    ტრენინგი წარმოადგენს ექვსმოდულიანი სასერტიფიკატო პროგრამის პირველ მოდულს, რომლის მიზანია განათლების სხვადასხვა საფეხურსა და ფორმას შორის კავშირების გააზრება, მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის პრინციპების დამკვიდრება და პირადი თუ ორგანიზაციული განვითარების შესაძლებლობების გამოვლენა.

    პირველი მოდულის ფარგლებში მონაწილეებმა იმუშავეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა „ხიდი განათლებაში“ (Bridging Education) - კონცეფცია, ფორმალური, არაფორმალური და ინფორმალური სწავლების ურთიერთკავშირი, უწყვეტი სწავლა (Lifelong Learning), პირადი განვითარების საჭიროებების განსაზღვრა და განვითარების/კარიერული რუკის პრაქტიკული გეგმის შექმნა.

    ინტერაქციული აქტივობების, გამოცდილების გაზიარებისა და პრაქტიკული დავალებების მეშვეობით მონაწილეებმა გააანალიზეს საკუთარი საგანმანათლებლო და პროფესიული გზა, იმსჯელეს განათლებასა და დასაქმებას შორის კავშირების გაძლიერებაზე და განსაზღვრეს ის ნაბიჯები, რომლებიც მათ პირად თუ ორგანიზაციულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

    საავტორო ტრენინგის ავტორი და ტრენერია თეა ცომაია - მასტერ-ტრენერი, განათლების ექსპერტი და კარიერული კონსულტანტი, რომელსაც 40-წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს. მისი პროფესიული საქმიანობა უკავშირდება განათლების განვითარებას, პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას, ზრდასრულთა სწავლებას, ტრენერების განვითარებასა და კარიერული შესაძლებლობების გაძლიერებას.

    პროგრამის პირველი მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

    „ხიდი განათლებაში“ ეფუძნება იდეას, რომ განათლების ღირებულება მხოლოდ ცოდნის მიღებით არ შემოიფარგლება. მისი ძალა იმ კავშირებშია, რომლებიც ცოდნას გამოცდილებად, გამოცდილებას - კომპეტენციად, ხოლო კომპეტენციას განვითარებისა და დასაქმების ახალ შესაძლებლობებად გარდაქმნის.

    პროგრამის მომდევნო მოდულები ამ იდეის პრაქტიკულ განვითარებას, განათლებისა და პროფესიული გარემოს დაკავშირებას, თანამშრომლობის გაძლიერებასა და მდგრადი განვითარების გზების ჩამოყალიბებას დაეთმობა.

    სხვა სიახლეები