დიახ
არა
კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურის ინიციატივითა და უნივერსიტეტის სამართლისფაკულტეტისა და იურიდიული სამსახურის ორგანიზებით, უნივერსიტეტის საკონფერენციოდარბაზში, ადვოკატთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი მასტერკლასი გაიმართა, თემაზე: „ადვოკატის პროფესიული უნარ-ჩვევები“, რომელსაც სსიპ - საქართველოსადვოკატთა ასოციაციის წევრი, ამავე ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილიგაუძღვა.
მასტერკლასი კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანმა - ვლადიმერ მაჭარაშვილმა გახსნა დადამსწრე აუდიტორიას, ზაზა ხატიაშვილის პროფესიული საქმიანობის შესახებ ძირითადიინფორმაცია მიაწოდა. დეკანმა კოლეგასთან საქმიანი და მეგობრული ურთიერთობისშესახებაც ისაუბრა და სტუდენტებს მოუწოდა, რომ პროფესიული ორიენტირი სწორედ ასეთადამიანებზე შეაჩერონ.
ზაზა ხატიაშვილმა, შეკრებილ სტუდენტებთან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში მისითავმჯდომარეობის წლებზე, (2009-2017) განხორციელებულ რეფორმებზე, გამოწვევებსა დასიახლეებზე ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა ასოციაციის სტრუქტურაზე, სასწავლოცენტრისა და საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშნულებასა და მნიშნელობაზე.
მასტერკლასის მეორე ნაწილი მთლიანად მიეძღვნა იმ კონკრეტული შემთხვევების განხილვას, რომელიც ზაზა ხატიაშვილის პროფესიულ საქმიანობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, გამორჩეული და გახმაურებული იყო. ერთ-ერთი ასეთი საქმე, სწორედ ევროპის ადამიანისუფლებათა სასამართლოში, 2003 წელს საქართველოს ისტორიაში პირველად მოგებულიპროცესი - ,, ასანიძე – საქართველოს წინააღმდეგ“ გახლავთ, რომლის შესახებაცმომხსენებელმა დაწვრილებით ისაუბრა.
ზაზა ხატიაშვილმა მასტერკლასის ფარგლებში, იმ უნარებზე გაამახვილა ყურადღება, რაც მისიშეფასებით, თითოეული ადვოკატისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ღირებულია: ცოდნა, ეთიკურობა და გამბედაობა.
შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა, სადაც სტუმარმასტუდენტების აზრი მოისმინა და მათ თითოეულ შეკითხვას ამომწურავად უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მასტერკლასი ადვოკატთა პროფესიულ დღეს მიეძღვნა, რომელიც საქართველოში 2011 წლიდან სწორედ, ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით 8 ნოემბერს აღინიშნება. ეს დღე სიმბოლურად ილია ჭავჭავაძის დაბადების დღის თარიღსუკავშირდება, რომელიც პროფესიით სწორედ ადვოკატი გახლდათ.