ტურიზმის სპეციალობის სტუდენტების პროფესიული ტური

27 სექტემბერს, ტურიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მაღალრეიტინგული პირველკურსელებისთვის სასტუმრო „მოქსიში“ პროფესიული ტური მოეწყო.
ტურის ფარგლებში, კსუ-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს, ამავე პროგრამის კურსდამთავრებულმა, „ჯი-ემ-თი“ სასტუმროების - „თბილისი მარიოტი“, „ქორთიარდ მარიოტი“, „მოქსი“ - კორპორატიული გაყიდვების აღმასრულებელმა თორნიკე ლაბუჩიძემ უმასპინძლა და "ჯი-ემ-თი ჯგუფის" სასტუმრო „მოქსის“ მუშაობის სპეციფიკის შესახებ ესაუბრა.
ტური კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით განხორციელდა.
სხვა სიახლეები
ნოემბერი 15, 2023
03:39 PM
CIU-ს სტუდენტების ვიზიტი თბილისის საკრებულოში
ნოემბერი 14, 2022
11:57 AM
CIU-ის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები „კრედო ბანკს“ ეწვივნენ
ბანკირის დღესთან დაკავშირებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები „კრედო ბანკს“ ეწვივნენ. პროფესიული ტურის ფარგლებში სტუდენტებმა მოინახულეს ბანკის სათავო ოფისი და შეხვდნენ სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრ
ოქტომბერი 23, 2018
12:00 PM
პროფესიული ტური რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრში