• dateმარტი 18, 2019
    time01:00 PM

    „როგორ გავხდე პროკურორი?“

    banner

    18 მარტს, კსუ-ს ბიბლიოთეკაში, სამართლის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის, თინათინ მახარაძის საჯარო ლექცია, თემაზე: „როგორ გავხდე პროკურორი?“ - გაიმართა.

    მომხსნებელმა აუდიტორიას გააცნო საქართველოს პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკა და საქმიანობის ძირითადიმიმართულებები. სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს პროკურატურაში ერთწლიანი სტაჟირებისა და მისი ეტაპების შესახებ. ასევე, გაუზიარა საკუთარი პროფესიული გამოცდილება და ის უნარ-ჩვევები, რომელიც აუცილებელია პროკურორის პროფესიის დასაუფლებლად.

    სამართლის კვირეული კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურისა და სამართლის ფაკულტეტის ინიციატივით ტარდება, რომელიც 5 თემატურ ღონისძიებას ითვალისწინებს. კვირეული მიზნად ისახავს დაეხმაროს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს კონკრეტული სპეციალობის არჩევასა და კარიერულ დაგეგმარებაში.

    სხვა სიახლეები