• dateმაისი 03, 2019
    time12:02 PM

    პროფესიული ტური

    banner

    კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ადმინისტრაციის ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ოფისში პროფესიული ტური მოეწყო.

    პროფესიული ტური 3 მაისის, ნოტარიუსთა პროფესიული დღის აღსანიშნავად ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ნოტარიუსთა პალატას და ადგილზე დაკვირვებოდნენ სამუშაო გარემოს.

    ტურის დასასრულს, ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებმა სტუდენტთა მოსაზრებები მოისმინეს და მათ კითხვებს უპასუხეს.

    სხვა სიახლეები