• dateსექტემბერი 24, 2026
    time07:00 AM

    შეხვედრა: „სამუშაოს ძიება სტრატეგიით - როგორ მოემზადოს სტუდენტი პირველი რეალური სამსახურისთვის“

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის / ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა საჯარო შეხვედრა თემაზე: „სამუშაოს ძიება სტრატეგიით - როგორ მოემზადოს სტუდენტი პირველი რეალური სამსახურისთვის“.

    შეხვედრას უძღვებოდა Carrera Agency-ის დამფუძნებელი, კარიერული კონსულტანტი და LinkedIn-ის წამყვანი ექსპერტი სალომე სულაბერიძე. ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების პროფესიული მზაობის ამაღლებასა და თანამედროვე შრომის ბაზარზე მათ ეფექტურ ინტეგრაციას.

    შეხვედრა მისალმებითი სიტყვით გახსნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, ქეთევან ნანობაშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა მსგავსი პრაქტიკული ინიციატივების მნიშვნელობას სტუდენტთა პროფესიული ზრდის პროცესში. დამსწრე საზოგადოებას ასევე მიმართა უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსმა, გურამ ლილუაშვილმა, რომელმაც აღნიშნა უნივერსიტეტის მუდმივი მზაობა, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდებს კარიერული მიზნების რეალიზებასა და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებაში.

    მოწვეულმა სპიკერმა ვრცლად ისაუბრა LinkedIn-ის პლატფორმის სტრატეგიულ გამოყენებასა და პერსონალური ბრენდინგის მნიშვნელობაზე. პრეზენტაციის ფარგლებში მან ყურადღება გაამახვილა ციფრულ სივრცეში პროფესიული პროფილის სწორად პოზიციონირებაზე, საერთაშორისო კარიერული შესაძლებლობების მოძიების პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების ეფექტურ მეთოდებზე.

    შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, რომელიც პრაქტიკულ ვორქშოფსა და კითხვა-პასუხის სესიას მოიცავდა. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე. ღონისძიების დასასრულს სტუდენტებმა, მიღებული ცოდნისა და რეკომენდაციების საფუძველზე, საკუთარი კარიერული განვითარებისა და პირველი რეალური სამსახურის მოძიების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმები შეიმუშავეს.

    სხვა სიახლეები