სენსორული და ემოციური მარკეტინგის შესახებ მასტერკლასი CIU-ში
14 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის, ასევე ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა მასტერკლასი თემაზე - „სენსორული და ემოციური მარკეტინგის როლი ბრენდინგში და მისი გავლენა კარიერულ განვითარებაზე“.
მასტერკლასს უძღვებოდა ანი კენკიშვილი - მარკეტინგის მენეჯერი, კონტენტის სტრატეგი და სენსორული და ემოციური მარკეტინგის სპეციალისტი.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო სენსორული მარკეტინგის, როგორც თანამედროვე ბიზნესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიის როლის წარმოჩენა და იმის ჩვენება, თუ როგორ ცვლის იგი ტრადიციულ სარეკლამო მიდგომებს.
სპიკერმა დეტალურად განმარტა, რომ ინფორმაციული ხმაურის ეპოქაში ბრენდებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მომხმარებელთან ემოციური კავშირის შექმნასა და მის გამოცდილებაზე ზრუნვას. Nike-ის, Volvo-ს, Disney-ის, McDonald’s-ის, Dove-ისა და Booking-ის მაგალითებზე განხილულ იქნა, თუ როგორ ახდენს სენსორული და ემოციური მარკეტინგი გავლენას მომხმარებლის აღქმასა და ლოიალობაზე.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა, აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში და პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე ემსჯელათ ემოციური ინტელექტისა და ფსიქოლოგიური ინსტრუმენტების მნიშვნელობაზე სხვადასხვა პროფესიულ სფეროში - დიზაინიდან მენეჯმენტამდე.
მასტერკლასის დასასრულს გამოიკვეთა მთავარი გზავნილი - თანამედროვე პროფესიონალის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარი ადამიანებთან ძლიერი ემოციური კავშირის შექმნა და მომხმარებლისთვის დაუვიწყარი გამოცდილების შეთავაზებაა.
სხვა სიახლეები
ივნისი 17, 2026
09:00 AM
„თანამშრომლობითი სწავლება“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად აგრძელებს საგანმანათლებლო პროცესის განვითარებისა და აკადემიური პერსონალის პროფესიული ზრდის ხელშეწყობას. ამ მიზნით, უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი, რომელიც თანამშრომლობითი სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიებს დაეთმო. შეხვედრას უძღვებოდა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების ექსპერტი თამარ ფანჩულიძე.
ივნისი 10, 2026
09:00 AM
„AI აგენტები და Workflows: სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა მასტერკლასი თემაზე: „AI აგენტები და Workflows: სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია“
მაისი 27, 2026
09:00 AM
ეფექტური კომუნიკაცია
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების / პერსონალის მართვის სამსახურის ორგანიზებით, ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „ეფექტური კომუნიკაცია“, რომელსაც უძღვებოდა ბრენდის კომუნიკაციის სტრატეგი - ანი ციცქიშვილი






