• dateდეკემბერი 26, 2023
    time04:49 PM

    კარიერული ქოუჩინგისა და მენტორინგის პროგრამა

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა სახელწოდებით - „კარიერული ქოუჩინგისა და მენტორინგის პროგრამა CIU-ს სტუდენტებისთვის“, რომელსაც უძღვებოდა კარიერული კონსულტირების, მენტორინგისა და ქოუჩინგის სივრცის - Co.Liberum - დამფუძნებელი მარიამ ჩოხელი.

    კურსის ფარგლებში მონაწილეებმა ინტერაქტიული სესიების მეშვეობით შეიძინეს ცოდნა, რაც დაეხმარებათ რეალურ ცხოვრებაში პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების მიღებაში.

    პროგრამა მოიცავდა შვიდ შეხვედრას - კვირაში ერთხელ.

    პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.

    სხვა სიახლეები