• dateაპრილი 15, 2024
    time12:00 PM

    კომპანია „ავერსის“ საინფორმაციო შეხვედრა

    15 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, კომპანია „ავერსის“ წარმომადგენლებმა სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

    კომპანიის პერსონალის შერჩევის მენეჯერმა, ანი კენჭუაშვილმა, აუდიტორიას „ავერსის“ საქმიანობის სპეციფიკა, შრომის ბაზარზე არსებული სიტუაცია და სტაჟირება/დასაქმების შესაძლებლობები გააცნო.

    დასასრულს კომპანიის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს

    სხვა სიახლეები