დიახ
არა
კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის 23 ოქტომბერს რობერტ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრში პროფესიული ტური მოეწყო.
მათ, ცენტრის ბიოუსაფრთხოების სამმართველოს უფროსი - გელა მგელაძე და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი - პაატა იმნაძე შეხვდნენ.
ცენტრის წარმომადგენლებმა სტუდენტებს სეროლოგიის, ვირუსოლოგიის, მექანიკური ოთახისა და მოლეკულური ლაბორატორიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს, საუბარი წარიმართა ნარჩენების განადგურების მენეჯმენტის ვაქცინაციის სიკეთეებსა და გარემოს დაბინძურების პრევენციისათვის მიმართულ ღონისძიებებზე.
შეგახსენებთ, რომ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის უახლეს შენობაა, რომელიც სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ლუგარის ცენტრი დაავადებათა ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას.
აღნიშნული ვიზიტი, მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ უახლოეს პერიოდში ცენტრსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღმავება იგეგმება, რაც რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მხრიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, პრაქტიკის კომპონენტის, სტაჟირების საკითხისა და კვლევით პროექტებზე მუშაობის პროცესში, ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა თუ ინტელექტუალური რესურსით მხარდაჭერას გულისხმობს.