დიახ
არა
ძვირფასო კურსდამთავრებულებო, გიზიარებთ ინფორმაციას მიმდინარე ვაკანსიის შესახებ.
კომპანია "Lasare", რომელიც წარმოადგენს საავიაციო სატვირთო ტერმინალისა და საბაჟო საწყობის კომპლექსურ ერთობლიობას, ეძებს გუნდის ახალ წევრს HR ასისტენტის პოზიციაზე.
მისამართი: ქ. თბილისი, საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30 წთ-დან 18:00 სთ-მდე, შესვენება 1 საათი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
სტრუქტურულად ექვემდებარება: ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერს
დასაქმებულს ვთავაზობთ სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს და სხვადასხვა ბენეფიტებით სარგებლობის შესაძლებლობას:
** უფასო საადვოკატო მომსახურების ბარათს,
** სატრანსპორტო მომსახურებას ზემო სამგორის მეტროდან,
** Fitpass,
** ყოველთვიურ ბონუსს გამოსაცდელი ვადის შემდეგ,
** ტრენინგების და განვითარების შესაძლებლობას
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** თანამშრომელთა მოზიდვისა და შერჩევის სრული პროცესის დაგეგმვა და უზრუნველყოფა
** სამუშაო გრაფიკების პროგრამული გაწერა
** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, საჭირო საბუთების მიღება, გადამოწმება, მონიტორინგი, დაარქივება
** თანამშრომლის შესახებ ცვლილებების პროგრამული ასახვა (Self hr)
** დასაქმებულთა შვებულებების და ბიულეტინების აღრიცხვა
** შვებულების გრაფიკების კონტროლი
** HR ადმინისტრირების მიმართულებით არსებულ პროექტებში ჩართულობა, პერსონალთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტების/ცნობების მომზადება
** არსებული ბაზების მუდმივი განახლება/კონტროლი
** ხელფასის ადმინისტრირების პროცესში თანამონაწილეობა
** ტრენინგების დაგეგმვაში თანამონაწილეობა
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მხარდაჭერა სხვადასხვა HR პროცესებში.
სავალდებულო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან სამართლის მიმართულებით
** პრიორიტეტულია SELF HR პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება,
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა
თუ ხარ მოტივირებული, შრომისმოყვარე, და გსურს შენი კარიერა განავითარო ადამიანური რესურსების მართვის სფეროში, გამოგვიგზავნე CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@lasare.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეს გადაგზავნის ბოლო ვადაა 5 იანვარი
გისურვებთ წარმატებებს!