დიახ
არა
ეძებ სამსახურს თბილისში? ან ხარ დასაქმებული და ეძებ ახალ შესაძლებლობებს?
მაშინ შენთვის კარგი ამბავი გვაქვს, 4 ოქტომბერს ქალაქ თბილისში, Openjobs-ის ორგანიზებით გაიმართება მასშტაბური დასაქმების ფორუმი „TBILISI OPENJOBS“. ღონისძიებაზე თქვენ საშუალება გექნებათ პირისპირ შეხვდეთ და გაესაუბროთ წამყვანი კომპანიების წარმომადგელებს.
რატომ უნდა დარეგისტრირდე ჩვენს ფორუმზე?
ჩვენთან შესაძლებლობა მოგეცემათ გაეცნოთ წამყვანი კომპანიების ვაკანსიებს შენთვის საინტერესო სფეროში,
უშუალოდ დამსაქმებლისგან მიიღო ინფორმაცია სამუშაო გარემოსა და პირობების შესახებ,
ერთ სივრცეში განიხილო შენთვის მისაღები ვაკანსიების ყველა შესაძლო ვარიანტი,
გაეცნო და დააინტერესო კომპანიის წარმომადგენელი პირისპირი გასაუბრებით,
დასაქმების ფორუმის დეტალები:
მისამართი: თბილისი, სასტუმრო Holiday Inn (სპორტის სასახლესთან);
დრო: 13:00 დან 18:00;
ღონისძიებაში ჩართულია 50-მდე ქართული თუ უცხოური კომპანია
სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/ppMy6KwcHBGoCiiP8
სარეგისტრაციო ბმული განკუთვნილია, როგორც სამუშაოს მაძიებლებისათვის ასევე კომპანიებისათვის.
გისურვებთ წარმატებებს!