დიახ
არა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა წმ. იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკის წარმომადგენლებთან.
შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის აქტიური ვაკანსიებისა და სტაჟირებების შეთავაზებას. შეხვედრის ფორმატში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათვის საინტერესო კითხვები მომხსნებლისთვის და მიეღოთ შესაბამისი პასუხები.
შეხვედრას უძღვებოდა წმ. იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი მაკა მაღალაშვილი და წმ. იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკის მთავარი ექთანი ნათია ბაბიკიანი.