დიახ
არა
20 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და CIU-ს ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე - „მედიაწიგნირება“.
აღნიშნული შეხვედრა, რომელიც ორი სესიისაგან შედგებოდა, ითვალისწინებდა შემდეგი თემების განხილვას: „საზოგადოება საინფორმაციო ომში“ და „ მტაცებლური ჟურნალები და კონფერენციები“.
შეხვედრის მიზანი გახლდათ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება დეზინფორმაციისა პროპაგანდის შესახებ, საბაზისო პრაქტიკული უნარების გამომუშავება ინფორმაციის სანდოობის დასაზუსტებლად.
შეხვედრას უძღვებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მედიის მიმართულების პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი და CIU-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი თამარ ქავთარაძე.
აუდიტორიას მიესალმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ჭალაგანიძე, შეხვედრას კი მოდერაციას უწევდა CIU-ს უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის კოორდინატორი გურამ ლილუაშვილი.
ღონისძიებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.