დიახ
არა
22 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის, სამართლის ფაკულტეტისა და სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა კლუბის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „პროფესია მოსამართლე", რომელსაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი უძღვებოდა.
ლექცია მიზნად ისახავდა აუდიტორიას უკეთ გაეცნო მოსამართლის პროფესია, მათ შორის, მათი პასუხისმგებლობები, გამოწვევები და ეთიკური მოსაზრებები. შეხვედრის ფარგლებში წარიმართა დისკუსია სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე, სასამართლო სისტემის ტენდენციებსა და სასამართლო სისტემის ახალ გამოწვევებზე. სპიკერმა აუდიტორიას სხვადასხვა პრაქტიკულ ქეისზე დაყრდნობით გააცნო მოსამართლის როლი მართლმასჯულების ნაწილში.
ინტერაქციული ფორმატის შეხვედრაზე სტუმარსა და აუდიტორიას მიესალმნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის კოორდინატორი გურამ ლილუაშვილი და სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა კლუბის პრეზიდენტი გიორგი კაკუბავა.
ღონისძიებას CIU-ს სამართლის ფაკულტეტების სტუდენტები და კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ.