დიახ
არა
27 სექტემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე: „სტრესის მართვა“.
ცენტრ „დიალოგში“ გამართულ ტრენინგს უძღვებოდა ფსიქოდიაგნოსტიკისა და ფსიქო-კონსულტირების მაგისტრი, ფსიქოლოგი, ფსიქო-კონსულტანტი, ფსიქოთერაპევტი თამარ კურატიშვილი.
ტრენერმა დამსწრე აუდიტორიას სტრესის მართვის ტექნიკა, თანამედროვე მიდგომები და მექანიზმები გააცნო. შეხვედრისას განხილული იყო ისეთი საკითხები როგორებიცაა: სტრესის შესწავლის მოკლე ისტორია; სტრესული სიმპტომები და მდგომარეობები; პროგრესული რელაქსაციის ტექნიკა; სტრესის ფსიქოფიზიოლოგია; რა არის ეუსტრესი და მისი დადებითი მხარეები; სტრესის დროს შფოთვა და სისტემატური დესენსიბილიზაცია; ABCDE-ტექნიკა; რა არის პროფესიული სტრესი; ჯანმრთელობისათვის ზიანის მომტან ქცევებთან ბრძოლის რამდენიმე გავრცელებული გზა; შემეცნებითი სავარჯიშოები/ტექნიკები.
ინტერაქციულ რეჟიმში ჩატარებულ შეხვედრას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხუთივე ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
შეხვედრას მოდერაცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის კოორდინატორმა გურამ ლილუაშვილმა გაუწია.