დიახ
არა
21 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების, 2022 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის.
ტრენინგს უძღვებოდა ფილოლოგიის დოქტორი და CIU-ის დოქტორანტურის სამსახურის უფროსი ნინო მინდიაშვილი, რომელმაც მსმენელებს დეტალურად გააცნო სამეცნიერო ნაშრომის სტრუქტურის ძირითადი მახასიათებლები (სამეცნიერო სტატიების, საკვალიფიკაციო ნაშრომების დიზაინის, წერის მიმართულებით).
ასევე, დაგეგმილია კიდევ ერთი ტრენინგი CIU-ის ხუთივე ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის, სადაც მსმენელი გაეცნობა სამეცნიერო ნაშრომის საზღვარგარეთის ჟურნალებში გამოქვეყნება-მოძიების გზებსა და გაფორმების მეთოდებს, ციტირების სტილებს, წყაროების გამოყენებასა და დამოწმებას სამეცნიერო ნაშრომში, ასევე, ციტირების ინდექსისა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში მკვლევრის ცნობადობის გაუმჯობესების მეთოდებს.