დიახ
არა
30 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა კლუბის სადამფუძნებლო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე აუდიტორიას მიესალმნენ: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია, ვიცერექტორი თამარ ინასარიძე, სამართლის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ხატიძე და უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ ჯაჭვაძე.
სიტყვით გამომსვლელებმა აღნიშნეს კურსდამთავრებულებისა და უნივერსიტეტის აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობა და ისაუბრეს ამ მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე.
შეხვედრაზე სიტყვით წარდგნენ სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები, რომლებმაც თავიანთი კარიერული განვითარების გზა მიმოიხილეს, კლუბის შექმნის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და კონკრეტული იდეებიც გააჟღერეს.
შეხვედრას კურსდამთავრებულებთან ერთად სამართლის ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდა.