დიახ
არა
20 ნოემბერი, 13:00 სთ., CIU-ს ბიბლიოთეკა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და CIU-ს ბიბლიოთეკის ორგანიზებით, გაიმართება მედიაწიგნიერების საჯარო ლექცია თემებზე: „საზოგადოება საინფორმაციო ომში“ და „მტაცებლური ჟურნალები და კონფერენციები“;
შეხვედრის მიზანია, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება დეზინფორმაციის შესახებ და საბაზისო, პრაქტიკული უნარების გამომუშავება ინფორმაციის სანდოობის დასაზუსტებლად.
სპიკერები:
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი, ჟურნალისტიკის დოქტორი ზაზა ცოტნიაშვილი;
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი თამარ ქავთარაძე.
დასწრება თავისუფალია!