დიახ
არა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრს, პროფესიული ტურის ფარგლებში ესტუმრნენ. მათ, ცენტრის ბიოუსაფრთხოების სამმართველოს უფროსი - გელა მგელაძე და სპეციალისტი - ნინო მოდებაძე შეხვდნენ და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ლაბორატორიები დაათვალიერებინეს.
რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის უახლეს შენობაა, რომელიც სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა.
ლუგარის ცენტრი აერთიანებს თანამედროვე დონეზე აღჭურვილ ბიოუსაფრთხოების მე–2 და მე–3 დონის ლაბორატორიებს, რომელთა მიზანია ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დროული აღმოჩენა და იდენტიფიკაცია „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპით.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ვიზიტი, მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა.