დიახ
არა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწვყეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის, სამართლის ფაკულტეტისა და სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა კლუბის ორგანიზებით ხორციელდება პრაქტიკული კურსი - „ადვოკატის პროფესიული უნარ-ჩვევები“, რომელსაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ადვოკატი ეთერ ჩაჩუა უძღვება.
კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებში პროფესიული უნარების განვითარებას, პრაქტიკული შემთხვევების განხილვას, სიმულაციურ სწავლებას და იურიდიული ცოდნის გამოყენებას სამომავლო კარიერაში, ასევე, კრიტიკული აზროვნების გამომუშავებასა და პრობლემის გადაჭრის ეფექტიანი გზების შესწავლას.
პრაქტიკული კურსის ფარგლებში სპიკერმა მიმოიხილა ისეთი თემები როგორებიცაა: იურიდიული დოკუმენტის შედგენა, სასამართლო დარბაზის ადვოკატირება, სამართლის ეთიკური ნორმები და მისი გამოყენება პრაქტიკულ ნაწილში, ოქმის შედგენა და სხვადასხვა შინაარსის კაზუსის გარჩევა/განხილვა.