დიახ
არა
11 იანვარს, „Light Life Academy“-ის დამფუძნებელმა, ნიკოლოზ ტარიელაშვილმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის „დროის მართვის სამუშაო შეხვედრა/Time Management Workshop“ ჩაატარა.
სპიკერმა ვორქშოპზე დროის მართვის სხვადასხვა ტექნიკაზე ისაუბრა, ტრენერის ინტერაქტიული მეთოდებით კი, მსმენელებმა გაარკვიეს რომელი ტექნიკა იქნებოდა მათთვის გამოსადეგი.
სემინარმა სამი განსხვავებული შეხედულება მოიცვა დროის მენეჯმენტის შესახებ: დროის მართვის ფსიქოლოგია; დროის მენეჯმენტის ფილოსოფია; დროის მენეჯმენტის პრაქტიკული ასპექტი.